პროექტი

 პროექტის   სახელწოდება:   გარემოსდაცვითი  კულტურა  და ცხოვრების ჯანსაღი  წესი.
პროექტის  მთავარი იდეა:    მინი ლექცია თემაზე-თუ  რამდენად   მნიშვნელოვანია  ბუნება  ადამიანის  ჯანმრთელობისათვის     და რა აუცილებლობას  წარმოადგენს ბუნებაზე ზრუნვა.
თემის უკეთ გასაცნობად  შევთავაზებ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას.შევიმუშავებთ  პროექტის  სამუშაო გეგმას და გადავანაწილებთ   დავალებებს.

პროექტის აქტუალობა: გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა,კლასის, ეზოს,ქუჩის მოფრთხილება,ხეების მოვლა.მოსწავლემ უნდა იცოდეს ხეების  შესახებ ინფორმაცია.საკუთარი  აზრის გამოხატვა და დასაბუთება.
დაკვირვების,კვლევის  და ექსპერიმენტების ჩატარების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.     
პროექტის მიზნები:მოსწავლემ უნდა შეძლოს დაკვირვება ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე.შექმნას ნახატი საკუთარი ინტერპრეტაციით.ოჯახსა თუ სკოლაში  მოუაროს  მცენარეებს და თავისი ემოციები გაუზიაროს  თანაკლასელებს.გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება  ცოცხალი ორგანიზმებისთვის  მიყენებული  ზიანის მიმართ.გამოიკვლიოს  ლოკალური გარემო,გამოიცნოს  ადამიანის საქმიანობით  გამოწვეული  დაბინძურების  მაგალითები.
მონაწილეთა  ასაკი:7-8წ.
ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:ბუკლეტები, კედლის გაზეთი, სლაიდები,ცხრილი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოაპარატი,ინტერნეტი, კომპიუტერი,ფონენდოსკოპი.
პროექტის მსვლელობა:

კლასს ვყოფ  ორ   ჯგუფად.ვაძლევ თითოეულ ჯგუფს ცალ-ცალკე  დავალებას.I-ჯგუფი.  აქტივობა-ხეების  მოვლა.
მოსწავლეებს        ვაძლევ   დავალებას   სკოლის ეზოში ან პარკში    აირჩიონ   მათთვის   სასურველი     ხე.     ხშირად      მიაკითხონ  ამ  ხეს.      გააკეთონ  ხის      ჩანახატები   წელიწადის სხვადასხვა   დროზე.შეაგროვონ  ინფორმაცია ამორჩეული ხის შესახებ.
გაზომონ  ხის   გარშემოწერილობა.  გაახმონ     და  შეაგროვონ ხის ფოთლები  და
ნაყოფი  და გააკეთონ  აპლიკაციები ან სათამაშოები. გამოიკვლიონ ის მწერები, ფრინველები და ცხოველები ,რომლებიც  ხეზე ან ხის გარშემო ბინადრობენ.
ბოლოს  ჯგუფიდან  ერთი მოსწავლე  გააკეთებს პრეზენტაციას ,წარმოადგენს ნახატებს,შეგროვილ ინფორმაციას  და         დაკვირვების მონაცემებს.


II-ჯგუფიაქტივობა  -ხის  გულისცემა.
მოსწავლეებს  ვთხოვ ისაუბრონ ხის,როგორც ცოცხალი  არსების გარშემო  .უნდა  აღნიშნონ, რომ         იგი იკვებება,სუნთქავს,ისვენებს.მასში  მაცოცხლებელი სითხე ისე მოძრაობს,როგორც სისხლი ადამიანში,  ,რომ  ხის  გულისცემის  მოსასმენად   საუკეთესო დროა  გაზაფხული, როდესაც  ხეები ახალი სასიცოცხლო ციკლისთვის ემზადებიან.
მოსწავლეებმა უნდა  აირჩიონ თხელი  კანის მქონე მოზრდილი ხე. (ფართოფოთლოვან   ხეში   სითხის მოძრაობის მოსმენა უფრო  იოლია, ვიდრე წიწვოვანში .)
    აქტივობის ჩასატარებლად უნდა გამოიყენონ  ფონენდოსკოპი,რომელიც ხის ტანს უნდა მიადონ და გაუნძრევლად ეჭიროთ,ასე მოისმენენ  ხის  „   გულისცემას“.
აქტივობის შემდეგ მოსწავლეები ერთად იმსჯელებენ,თუ რას გრძნობდნენ,როდესაც ხის ,,გულისცემას“  ისმენდნენ
ბოლოს  მოსწავლეებს   ვაძლევ   დავალებას   დაამზადონ  ბუკლეტები   და    გააფორმონ  კედლის  გაზეთი.
.პროექტის  დასასრულს  გაიმართება  ამ  პროექტის პრეზენტაცია  თემაზე  ,,მწვანე-სიცოცხლის  ფერი“.




საგნებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, ბუნება,ხელოვნება,ისტ.
პროექტის  ხელმძღვანელი:   ეკა  კილასონია
ხელმძღვანელის  ელ  .ფოსტა:ekakilasonia2015@gmail.com .
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:



Комментариев нет:

Отправить комментарий