პროექტის სახელწოდება:
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი
წესი.
პროექტის მონაწილეები: IV კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი.
პროექტზე მუშაობის ვადები : 25.X-1.XI
პროექტის მთავარი
იდეა: მინი ლექცია თემაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია
ბუნება ადამიანის
ჯანმრთელობისათვის
და რა აუცილებლობას წარმოადგენს ბუნებაზე
ზრუნვა.
თემის უკეთ გასაცნობად
შევთავაზებ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას. შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და
გადავანაწილებთ დავალებებს.
პროექტის აქტუალობა
:
გარემოს სისუფთავეზე
ზრუნვა, კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება,
ხეების მოვლა. მოსწავლემ უნდა იცოდეს ხეების შესახებ ინფორმაცია. საკუთარი აზრის გამოხატვა
და დასაბუთება.
დაკვირვების, კვლევის
და ექსპერიმენტების ჩატარების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
პროექტის მიზნებია:
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს დაკვირვება ბუნებაში მიმდინარე
ცვლილებებზე. შექმნას ნახატი საკუთარი ინტერპრეტაციით.
·
ოჯახსა თუ სკოლაში მოუაროს მცენარეებს და თავისი ემოციები
გაუზიაროს თანაკლასელებს.
·
გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ცოცხალი ორგანიზმებისთვის მიყენებული ზიანის მიმართ.
·
გამოიკვლიოს ლოკალური გარემო, გამოიცნოს ადამიანის საქმიანობით
გამოწვეული დაბინძურების მაგალითები.
მოსალოდნელი
შედეგები:
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები.
·
მოსწავლე გამოიყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის
საკუთარი მოსაზრების შედეგების წარსადგენად.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები : ფოტოაპარატი, ინტერნეტი, კომპიუტერი, ფონენდოსკოპი.
პროექტის
მსვლელობა:·
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ ცალ-ცალკე
დავალებას.
I - ჯგუფი
აქტივობა-
ხეების მოვლა.
მოსწავლეებს
ვაძლევ დავალებას, პროექტზე მუშობის განმავლობაში სკოლის ეზოში ან პარკში აირჩიონ მათთვის სასურველი ხე. გააკეთონ ხის ჩანახატები. შეაგროვონ
ინფორმაცია ამორჩეული ხის შესახებ.
გაზომონ
ხის გარშემოწერილობა. შეაგროვონ ხის ფოთლები და ნაყოფი და გააკეთონ აპლიკაცია ან სათამაშოები.
გამოიკვლიონ ის მწერები, ფრინველები და ცხოველები, რომლებიც ხეზე ან ხის გარშემო ბინადრობენ.
ბოლოს
ჯგუფიდან ერთი მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას, წარმოადგენს ნახატებს, შეგროვილი ინფორმაციას
და დაკვირვების მონაცემებს.
I I - ჯგუფი
აქტივობა-
„ ხის გულისცემა “.
მოსწავლეებს
ვთხოვ ისაუბრონ ხის, როგორც ცოცხალი არსების
გარშემო, უნდა აღინიშნონ, რომ იგი იკვებება, სუნთქავს, ისვენებს. მასში გაცოცხლებული
სითხე ისე მოძრაობს, როგორც სისხლი ადამიანში, რომ ხის გულისცემას მოსასმენად საუკეთესო
დროა გაზაფხული, როდესაც ხეები ახალი სასიცოცხლო ციკლისთვის ემზადებიან.მოსწავლეებმა
უნდა აირჩიონ თხელი კანის მქონე მოზრდილი ხე. (ფართო ფოთლოვან ხეში სითხის მოძრაობის
მოსმენა უფრო იოლია- ვიდრე წიწოვანში).
აქტივობის
ჩასატარებლად უნდა გამოიყენონ ფონენდოსკოპი, რომელიც ხის ტანს უნდა მიადონ და გაუნძრევლად
ეჭიროთ, ასე მოისმენენ ხის „ გულისცემას “.
აქტივობის
შემდეგ მოსწავლეები ერთად იმსჯელებენ, თუ რას გრძნობდნენ, როდესაც ხის „ გულისცემას
“ ისმენდნენ.
ბოლოს
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას დაამზადონ ბუკლეტები და გააფორმონ კედლის გაზეთი.
·
საგნებთან/ე.ს.გ-თან კავშირი: ქართული, ბუნება, ხელოვნება
ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა კილასონია.
რეფლექსია2019 წლის 25 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის
ჩათვლით ჩატარდა სოციალური პროექტი, თემაზე: „ გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების
ჯანსაღი წესი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო
IV კლასის მოსწავლეებმა.
სოციალური პროექტი გვეხმარება მოტივაციის
თვითშეფასების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებაში.
პროექტზე მუშაობის განმავლობაში ხდებოდა
ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.
პროექტი წარიმართა ძალიან საინტერესოდ.
მოსწავლეები დიდი ხალისით ასრულებდნენ დაკისრებულ
დავალებას.
პროექტის მიმდინარეობისას მთელი კლასი
აქტიურად იყო ჩართული.
Комментариев нет:
Отправить комментарий