понедельник, 11 ноября 2019 г.

პროექტის სახელწოდება: ჯანმრთელობის სადარაჯოზე

სოციალური პროექტი
პროექტის სახელწოდება: ჯანმრთელობის სადარაჯოზე
პროექტის მონაწილეები: I კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი, მშობლები.
პროექტზე მუშაობის ვადები : 28.X- 4. X I
პრობლემის ანალიზი:
·         დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კერ კიდევ  გააზრებული არ აქვთ, თუ რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი.
·         თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ ვარჯიშებს ჯანმრთელობისთვის.
·         რატომ არის სასარგებლო სწორი და მრავალფეროვანი კვება? ბუნებაში, სუფთა ჰაერზე თამაში?

ამიტომაც გადავწყვიტე მოსწავლეები შემეხვედრებინა სოფელში ცნობილ სპორტსმენთან.

პროექტის მიზანი :
·         მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში.
·         პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე.
·         პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობის  მიღება.

მისაღწევი შედეგები :
·         მოსწავლემ გამოიმუშავოს დადებითი დამოკიდებულება ფიზიკური ვარჯიშისადმი.
·         გამოიკვლიოს ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთი ცვლილება (გულისცემა, სუნთქვა) ფიზიკური ვარჯიშის დროს.
·         გააცნობიეროს თუ რატომ არის სასარგებლო სწორი და მრავალფეროვანი კვება..


ამოცანები და განხორციელების გზები :
·         სპორტსმენთან შეხვედრამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები. განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:

შეხვედრა პირველი
·         მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის  მიზანი. გავაცანი ის წესები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროექტი.
·         ჩავატარე მინი-ლექცია თემაზე: „ გინდა  ჯანმრთელი  იყო ?“
·         ვესაუბრე ვარჯიშის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობისათვის.
·         ვისაუბრე სწორ კვებასა და ძალაზე. აღვნიშნე, რომ  არასწორი კვება, ბევრი ტკბილეულის  მიღება აზიანებს კბილებს. ასევე აუცილებელია გავუფრთხილდეთ მხედველობას. კომპიუტერთან დიდხანს  ჯდომა და თამაში მავნებელია თვალებისთვის, ხერხემლისა  და ზოგადად, ორგანიზმისთვის.

შეხვედრა მეორე
დაკვირვება გულისცემასაა და სუნთქვაზე.
ვთავაზობ ბავშვებს, გამოიკვლიონ, რა ცვლილებები ხდება სხეულში ვარჯიშის დროს. ამისათვის ფონენდოსკოპით რამდენიმე მოსწავლეს მოვასმენინებ 2-3 თანაკლასელის გულისცემას. შემდეგ მთელი კლასისთვის ვატარებ 3-5 წუთიან ფიზიკურ ვარჯიშებს. (ხტუნვა ადგილზე, ბუქნები...)
ვარჯიშის შემდეგ იმავე მოსწავლეები ისევ მოუსმენენ გულისცემას. შემდეგ ვსვამ კითხვებს:
ü  როდის უფრო ჩქარი იყო გულისცემა- ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის შემდეგ?
ü  სუნთქვა აგიჩქარდათ თუ შეგინელდათ?
ü  რა იგრძენით ვარჯიშის შემდეგ? (სხეულის გათბობა, დაღლა, სიამოვნება)
ü  როგორ ხასიათზე  დაგაყენა ვარჯიშმა?


შეხვედრა მესამე:
ü  ვარჯიშების შესწავლა
ü  საკლასო დისკუსია.

დავადგენ ვარჯიშის მსურველი მოსწავლეების რაოდენობას, ვთავაზობ სხვადასხვა ვარჯიშს. ვთხოვ  იმ მოსწავლეებს რომლებიც ფიზიკურად ვარჯიშობენ, მორიგეობით გამოვიდნენ და ერთი-ორი ვარჯიში ასწავლონ თანაკლასელებს. გამოსული მოსწავლე ასრულებს  ვარჯიშს რამდენჯერმე და თან განმარტებებსაც  იძლევა. სხვები კი იმეორებენ და ცდილობენ დაიმახსოვრონ. ვარჯიშები უნდა იყოს მსუბუქი და მარტივი, რათა ბავშვები არ გადაიღალონ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვატარებ დისკუსიას შემდეგი კითხვების გამოყენებით:
ü  როგორ ფიქრობთ, რომელი ადამიანია უფრო ძლიერი: ვინც ვარჯიშობს, თუ ვინც არ ვარჯიშობს?
ü  რომელი ადამიანია უფრო ჯანმრთელი: ვინც ვარჯიშობს თუ ვინც არ ვარჯიშობს?
ü  რატომ არის სასარგებლო  ფიზიკური ვარჯიში?

შეხვედრა მეოთხე

ü  ცნობილი სპორტსმენის მოწვევა.
სკოლაში ბავშვებთან შესახვედრად მოვიწვიე სოფელში ცნობილი სპორტსმენი, რომელთანაც წინასწარ  ვიყავი მოლაპარაკებული გაკვეთილის მიზნებსა და შინაარსზე. სტუმარმა გაიხსენა საინტერესო ეპიზოდები თავისი ცხოვრებიდან, მოუყვა ბავშვებს, როგორ ვარჯიშობდა ბავშვობაში, როგორ იკაჟებდა სხეულს. ესაუბრა ბავშვებს, თუ როგორ უყალიბდება ადამიანს  ვარჯიშით ლამაზი სხეული და იშორებს ზედმეტ ცხიმს, რამდენად  აუცილებელია ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში ჯანმრთელობისათვის და ა.შ
მოსწავლეები უსმენდნენ  ყურადღებით, უსვამდნენ კითხვებს, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს.
სტუმრის გაცილების შემდეგ მოვახდინე პროექტის შეჯამება. ჩავატარე ზეპირი გამოკითხვა, თუ რამდენად კარგად გაიგეს  მოსწავლეებმა პროექტის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია.

























რეფლექსია
I  კლასში ჩატარებული სოციალური  პროექტი წარიმართა  ძალიან საინტერესოდ. პროექტზე მუშაობის განმავლობაში  ხდებოდა ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაცია  მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია. მოხდა მშობლების ჩართუ-
ლობა სასკოლო ცხოვრებაში. პატარებს მივ წოდეთ სხვადასხვა ინფორმაცია ჯანმრთელობის დასაცავად.
ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა  სპორტსმენთან შეხვედრის დღე. შეხვედრა სასიხარული იყო ბავშებისთვის.  პატარებს ძალიან მოეწონათ აქტივობა- „დაკვირვება გულისცემასა და სუნთქვაზე“.
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ  ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, დაიცვან დღის  რეჟიმი. მოუარონ კბილებს, დაკავდნენ სპორტით.
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას განვახორციელებ მშობელთა მეტ ჩართულობას.
მოსწავლეებში მეტი კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას.





Комментариев нет:

Отправить комментарий