სოციალური პროექტი
· პროექტის
სახელწოდება: ჯანსაღი კვება და სასარგებლო პროდუქტები!
· პროექტის
მონაწილეები : IV კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი, მშობლები.
პრობლემის ანალიზი:
·
ბავშვების უმრავლესობა ხილს და ბოსტნეულს ამჯობინებს
ჩიფსებს , გაზიან სასმელებს...
·
პროდუქტების შეძენისას ყურადღება არ ეთმობა ვარგისიანობის ვადებს, შენახვის პირობებს.
·
მოსწავლეები, იმის ნაცვლად, რომ დილით მიირთვან საუზმე,
ამჯობინებენ სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული
ან ჯანმრთელობისთვის საზიანო პროექტების ყიდვას.
პროექტის მიზანი : 1. ჯანსაღი საკვების პოპულარიზაციის მიზნით ხილისა და
ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებზე ინფორმაციის
მოძიება. ასევე ინფორმაციის შეგროვება იმ პროდუქტების
შემცველობაზე, რომლებსაც უმეტესწილად მოიხმარენ
ბავშვები.
2) ეტიკეტების დახმარებით ვარგისიანობის დადგენა. პრაქტიკულად უნარების გამომუშავება
: (ვიზიტი მიმდებარე მაღაზიაში)
მისაღწევი შედეგები :
·
შეზღუდონ ან უკეთეს შემთხვევაში უარი თქვან იმ პროდუქტებზე , რომლებიც აზიანებს მათ ჯანმრთელობას.
·
გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები სასარგებლო პროდუქტების სწორად შერჩევაში.
·
გაეწიონ პროპაგანდა ჯანსაღ კვებას და სასარგებლო პროდუქტებს.
პროექტებზე მუშაობის ვადები :
სამიზნე ჯგუფი : IV კლასის მოსწავლეები (სკოლა,
მშობლები, ამოცანების განხორციელების საჭირო საქმიანობები :
1.
სამუშაო ჯგუფის შექმნა (ჯგუფი კომპლექტდება მეოთხე კლასის მოსწავლეებისაგან).
2.
სამოქმედო გეგმის შემუშავება. ფუნქციების გადანაწილება.
3.
პროექტის გრძელვადიანი
და მოკლევადიანი შედეგები.
4.
პროექტის შედეგების განხილვა მოსწავლეებთან და მშობლებთან
( პრეზენტაცია).
N
|
პროექტის მიმდინარეობა
|
მონიტორინგის ინდიკატორი
|
თარიღი
|
1
|
საინიციატივო ჯგუფის შექმნა
|
შეიქმნა ჯგუფი
|
5.XI
|
2
|
ინტერნეტისა და ბიბლიოთეკის დახმარებით
ინფორმაციის მოძიება (საჭიროების შემთხვევაში მშობლების
ან აიტმენეჯერის დახმარება)
|
მოიძიეს საჭირო ლიტერატურა და ინფორმაცია, დაამზადეს საპრეზენტაციო მასალა.
|
6.XI
|
3
|
ეტიკეტების მოძიება და ვარგისიანობის
ვადებზე პრაქტიკული მუშაობა
|
ეტიკეტებზე მუშაობა საკლასო ოთახში
|
7.XI
|
4
|
მაღაზიაში ვიზიტი
|
რეალურ გარემოში პროდუქტებზე
დაკვირვება. ვარგისიანობის შემოწმება
. პრაქტიკული გამოცდილების მიღება
|
8.XI
|
5
|
პროექტის შედეგების განხილვ, პრეზენტაციის
მოწყობა. სამომავლო გეგმების დასახვა.
|
მშობლებმა და მასწავლებელმა გამოთქვეს
სურვილი მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ ჯანსაღ კვებას.
პრეზენტაციის მოწყობა საკლასო ოთახში.
|
11.XI
|
რეფლექსია
IV კლასის მოსწავლეები პროექტის
მიმდინარეობისას აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათ მშობლებისა და აიტ მენეჯერის დახმარებით
მოიძიეს ინფორმაცია, მიიღეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა უკეთესია
მათი ჯანმრთელობისთვის, გაიგეს ბევრი ისეთი პროდუქტის შემცველობა და რისკ-ფაქტორები მათი მიღების შემთხვევაში.
გამოიმუშავეს დაკვირვებისა და შეფასების უნარები.
მშობლებმა და მოსწავლეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები
კვების განრიგის, რაციონის შესახებ.
დაიგეგმა: ამ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით არა მარტო პროექტის მონაწილეებმა
ისარგებლონ, არამედ სხვებსაც გაუზიარონ თავიანთი
გამოცდილება
Комментариев нет:
Отправить комментарий