გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ი. გოგებაშვილის „ ჭიანჭველა და ფუტკარი“
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
მე-2 კლასი,    10   მოსწავლე.
მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლემ იცოდეს მწერების შესახებ ინფორმაცია.იგავური ტექსტის წაკითხვა და გაგება  მთლიანად და როლებში.საკუთარი აზრის გამოხატვა და დასაბუთება.კრიტიკული  და ლოგიკური  აზროვნების განვითარება.ზეპირმეტყველების  უნარის განვითარება.
მიზნები და შედეგები
მოსწავლემ  შეძლოს  ჩამოთვლა  ნაცნობი მწერების  ,განასხვავოს   ერთმანეთისაგან საზიანო   და  სასარგებლო  მწერები. გადმოსცეს მოსმენილი ტექსტის შინაარსი.ტექსტზე დაყრდნობით  დაახასიათოს პერსონაჟები,გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ.მოისმინო ტექსტი, დაასახელოს შესაბამისი თემატიკის
საბავშვო ფილმი ან მულტფილმი.გამოხატოს
კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრული ემოციები.მონაწილეობა მიიღოს
პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში.მოიძიოს მითითებული სიტყვები ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში.
აირჩიოს პერსონაჟი და შექმნას ნახატი საკუთარი ინტერპრეტაციით  . შეძლოს იგავური  ტექსტის წაკითხვა და გაგება  მთლიანად და როლებში.იმსჯელოს ანდაზის
მიმართებაზე იგავთან. გადმოსცეს ნახატით და მუსიკალური ნაწარმოებით  მიღებული
შთაბეჭდილება.
ქართ.II.2.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
გაიგოს ნაცნობ  თემატიკაზე შექმნილი მცირე
ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ
ტექსტებში  ინფორმაციის მოძიება,მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ.II.8.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი/წაკითხული ტექსტის ცალკეული
ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
ქართ.II.11.მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის  ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.


წინასწარი ცოდნა
ჰქონდეთ ზოგადი ინფორმაცია მწერებზე.გამომუშავებული ჰქონდეთ კითხვისა   და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევები.

შეფასების საგანი და პროცედურები
ინდივიდუალური მუშაობა,პრეზენტაცია,ჩართულობა.შეფასება ხდება წინასწარ  შემუშავებული  რუბრიკის
საშუალებით.

სასწავლო  მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,ბუკი,პროექტორი.
გაკვეთილის  მსვლელობა


საორგანიზაციო საკითხები-2წთ.
საშინა დავალების შემოწმება-3წთ.
Aფაზა-გამოწვევა.-7წთ.
მოსწავლეებს ვუსვამ  კითხვებს:ჩამოთვალეთ  ნაცნობი  მწერები. რა იცით მათ შესახებ?კლასთან ერთად  ვადგენ ასოციაციურ  რუკას  „მწერები’’.წარიმართება
კითხვა-პასუხი მწერების  გარშემო: სად ცხოვრობენ ,რა ზიანი მოაქვთ,რომელია მათ შორის სასარგებლო
B.ფაზა-შინაარსის რეალიზება
აქტივობა-1-10წთ.   სლაიდების ჩვენება.
პარალელურად მოსწავლეებს    ეკრანზე   ვაჩვენებ სურათებს მწერებზე.
მოსწავლეებს ვაჩვენებ სლაიდებს მწერებზე,
ვუსვამ კითხვას:ვის რომელი მწერი მოეწონა ყველაზე  მეტად და ვთხოვ დახატონ  ეს მწერი.დავალების  შესრულების შემდეგ თითოეული მოსწავლე  დაფაზე აკეთებს  პრეზენტაციას.
აქტივობა 2-5წთ.გამოცანები.
მოსწავლეებს ვუკითხავ წინასწარ მოძიებულ გამოცანებს მწერებზე,მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ თუ რომელ მწერზეა საუბარი.
აქტივობა-3-8წთ.როლური თამაში.
პარალელურად ეკრანზე ვაჩვენებ შესაბამის
თვალსაჩინოება.
მოსწავლეებს  ვაძლევ არჩევანის საშუალებას.
აირჩიონ ვინ იქნება ფუტკარი,ვინ-ჭიანჭველა
და ვინ ავტორი. ამის შემდეგ მოხდება როლების გათამაშება.
ბოლოს მოსწავლეები გაიხსენებენ  ტექსტთან
მისადაგებულ ანდაზას:,, ბუზი ბევრი ბზუისო,ფუტკართან  ყველა ტყუისო“.

C ფაზა-რეფლექსია.-10წთ.
მოსწავლეებს  ტექსტიდან გამომდინარე  ვუსვამ კითხვებს: რას ჩივის ჭიანჭველა?  რას პასუხობს ფუტკარი? თქვენი აზრით რომელი მწერია მართალი და რატომ? მოსწავლეები კითხვა-პასუხის საშუალებით გადმოსცემენ ტექსტის შინაარს და  ვაკეთებთ დასკვნებს.
შემდეგ  ჭიანჭველა და ფუტკარს ვადარებთ ერთმანეთს  და ვადგენთ ვენის დიაგრამას.
 ბოლოს ვაჯამებ გაკვეთილს,ვაფასებ მოსწავლეებს  და ვაძლევ საშინაო დავალებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий