среда, 20 ноября 2019 г.

პროექტის დასახელება- ცოცხალი გარემო შინაური ცხოველები

სოციალური პროექტი
პროექტის დასახელება- ცოცხალი გარემო  შინაური ცხოველები
პროექტის მონაწილეები- I კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი.
პროექტზე მუშაობის ვადები- 12.XI-20. X1
პრობლემის ანალიზი: I კლასის მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ეკოლოგიური ცნობიერება.
პროექტის აქტუალობა.
პროექტი აქტუალურია იმით, რომ I კლასის მოსწავლეები  კარგად არ იცნობენ ცხოველთა  მრავალფეროვნებას, მათ საარსებო გარემოს , უჭირთ განსხვავება შინაური და გარეული ცხოველების, პროექტის  დასრულების შემდეგ, აქტივობების დახმარებით გაერკვევიან და გაუჩნდებათ სურვილი იზრუნონ ცხოველებზე, მოუარონ და დაიცვან ისინი.
პროექტის მიზანი :
·        შინაური ცხოველების გაცნობა და განსხვავება გარეულისგან.
·        ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
·        თანამშრომლობის უნარის განვითარება.
·        ცხოველებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
·        მოსწავლე საუბრობს და განასხვავებს შინაურ ცხოველებს გარეულისგან.
·        საუბრობს პირად ურთიერთობაზე ცხოველებთან.
·        მოსწავლე იცავს ცხოველებს და ზრუნავს მათზე.
·        მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას:
·        იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.
·        მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას.

პროექტის მსვლელობა.
შეხვედრა- I
მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი ის წესები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროექტის, ჩავატარე მინი ლექცია თემაზე- „ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები “.  ვისაუბრე ცხოველთა მრავალფეროვნებაზე-კერძოდ შინაურ ცხოველებზე, რომ აუცილებელია მათი მოვლა და მზრუნველობა, იმიტომ რომ ცხოველებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ადამიანებისთვის.
შემდეგ ჩავატარე დისკუსია:
ხომ არ იცით, რა მოუვა  ძროხას, თუ ბალახი მოაკლდა?
როგორ იმოქმედებს ეს ადამიანზე?
რა ჰქვია იმ ნაგებობას, რომელშიც შინაური ცხოველები ბინადრობენ ?
მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებას, თუ რა შედეგი შეიძლება  მოჰყვეს სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო მოთხოვნილებების შეზღუდვას.

შეხვედრა- I I
·        მოსწავლეები მუშაობენ ბუკებში. ვაჩვენებ წინასწარ გამზადებულ სლაიდს შინაურ და გარეულ ცხოველებზე. მათ უნდა განასხვავონ ერთმანეთისგან შინაური და გარეული ცხოველები.
დავალების შემოწმების შემდეგ ვეკითხები ბავშებს, თუ რა ნიშნით მოხდა მათი განსხვავება? რატომ ვუწოდებთ მათ შინაურ ცხოველებს?
·        მოსწავლეებს მოვასმენინებ  წინასწარ მომზადებულ შინაური ცხოველების ხმების ჩანაწერს. მოსწავლეები ხმით შეძლებენ მათ ამოცნობას.
·        ბოლოს მოსწავლეები გააკეთებენ ჩანახატებს.
დახატავენ იმ ცხოველებს, რომლებიც სურათებში ნახეს და გააკეთებენ პრეზენტაციას.

შეხვედრა- I I I
საუბარს გავაგრძელებ შინაურ ცხოველებზე და მათ მნიშვნელობაზე. მივმართე კლასს: მიუხედავად იმისა, სოფელში ცხოვრობთ თუ ქალაქში, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ყველას გქონიათ ან გაქვთ. ზოგს შინ გყავთ რომელიმე შინაური ცხოველი. თუ თქვენ არ გყავთ, შესაძლოა მეზობელს ან მეგობარს ჰყავდეს. ბევრი რამ გაგიგონიათ შინაურ  ცხოველებზე ტელე თუ რადიო გადაცემებიდან, ბევრ რამეს სკოლაში სწავლობთ.
        გაიხსენეთ და გვიამბეთ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული რაიმე საინტერესო ამბავი, რომლის უშუალო მონაწილე ან თვითმხილველიც  თქვენ იყავით.
მოსწავლეებს მოფიქრებისათვის ეძლევათ განსაზღვრული დრო.
მოსწავლეები მორიგეობით ყვებიან საკუთარ ამბებს- შემდეგ ვეკითხები კლასს.
-         თუ შეგიმჩნევიათ როგორ ზრუნავს თავის ნაშიერზე  თქვენ მიერ დასახელებული ცხოველი?
-         ადამიანები თუ ზრუნავენ  შინაურ ცხოველებზე?
-         ვის მიგიღიათ მონაწილეობა  შინაური ცხოველების მოვლაში? როგორ უვლიდით? სასიამოვნოა თუ არა ეს პროცესი?

IV შეხვედრა
უსაფრთხოების წესების შემუშავება.
ვსაუბრობ იმაზე, რომ ცხოველებთან ურთიერთობას თავისი წესები აქვს, რათა არც ცხოველები  დაზიანდეს, არც ადამიანი. ამიტომ ვთხოვ მოსწავლეებს მოიფიქრონ და ჩამოაყალიბონ რომელიმე ცხოველთან უსაფრთხო ურთიერთობის წესები. ამ წესების მოფიქრებაში მასწავლებელიც მიიღებს  მონაწილეობას. შეიძლება შევთავაზოთ ასეთი ვარიანტი : თითოეული წესი უნდა დავიწყოთ სიტყვებით- „არ შეიძლება  ძაღლთან ( ან რომელიმე ცხოველთან)........“
ბოლოს მოხდება პროექტის შეჯამება- გამოვიყენებ რუბრიკას „ იფიქრე “.
ეს აქტივობა კიდევ ერთხელ დაფიქრებს მოსწავლეებს ცხოველებზე ზრუნვის და მოვლის აუცილებლობის შესახებ.






რეფლექსია
      I კლასში ჩატარებული სოციალური  პროექტი წარიმართა   ძალიან საინტერესოდ.  პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესი. პროექტი  გაწერილ დროში  შევასრულე. მოვახერხე ყველა ბავშვის ჩართვა ყველა ეტაპზე. პროექტის მიზანი იყო აღმეძრა  ცხოველებისადმი ინტერესი ბავშვებში. გამომევლინა მათში არსებული ცოდნა ცხოველთა სამყაროს მიმართ.
      მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ მითითებულ დავალებებს.
       განსაკუთრებით მოეწონათ აქტივობა- ცხოველების ხმიანობის ამოცნობა.
    პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ სამუშაო  გარემოში თანამშრომლობის გზით.







понедельник, 11 ноября 2019 г.

პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი კვება და სასარგებლო პროდუქტები!

სოციალური  პროექტი
· პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი კვება და სასარგებლო პროდუქტები!
· პროექტის მონაწილეები : IV კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი, მშობლები.

პრობლემის ანალიზი:
·         ბავშვების უმრავლესობა ხილს და ბოსტნეულს ამჯობინებს ჩიფსებს , გაზიან  სასმელებს...
·         პროდუქტების შეძენისას ყურადღება არ ეთმობა  ვარგისიანობის ვადებს, შენახვის პირობებს.
·         მოსწავლეები, იმის ნაცვლად, რომ დილით მიირთვან საუზმე, ამჯობინებენ სწრაფი  კვების ობიექტებში დამზადებული ან ჯანმრთელობისთვის საზიანო პროექტების ყიდვას.


პროექტის მიზანი : 1. ჯანსაღი საკვების პოპულარიზაციის მიზნით ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებზე  ინფორმაციის მოძიება. ასევე  ინფორმაციის შეგროვება იმ პროდუქტების შემცველობაზე, რომლებსაც უმეტესწილად  მოიხმარენ ბავშვები.

2) ეტიკეტების დახმარებით  ვარგისიანობის  დადგენა. პრაქტიკულად უნარების გამომუშავება :  (ვიზიტი  მიმდებარე მაღაზიაში)

მისაღწევი შედეგები :
·         შეზღუდონ ან უკეთეს შემთხვევაში უარი თქვან  იმ პროდუქტებზე , რომლებიც აზიანებს მათ ჯანმრთელობას.
·         გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები სასარგებლო პროდუქტების  სწორად შერჩევაში.
·         გაეწიონ პროპაგანდა ჯანსაღ კვებას და სასარგებლო  პროდუქტებს.

პროექტებზე მუშაობის  ვადები :
სამიზნე ჯგუფი :  IV  კლასის მოსწავლეები (სკოლა, მშობლები, ამოცანების განხორციელების საჭირო საქმიანობები :
1.      სამუშაო  ჯგუფის  შექმნა (ჯგუფი კომპლექტდება  მეოთხე კლასის მოსწავლეებისაგან).
2.      სამოქმედო გეგმის შემუშავება. ფუნქციების გადანაწილება. 
3.      პროექტის  გრძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგები.
4.      პროექტის შედეგების განხილვა მოსწავლეებთან და მშობლებთან ( პრეზენტაცია).








N
პროექტის მიმდინარეობა
მონიტორინგის ინდიკატორი
თარიღი
1
საინიციატივო  ჯგუფის შექმნა
შეიქმნა  ჯგუფი
5.XI
2
ინტერნეტისა და ბიბლიოთეკის დახმარებით ინფორმაციის მოძიება (საჭიროების  შემთხვევაში  მშობლების  ან აიტმენეჯერის დახმარება)
მოიძიეს საჭირო ლიტერატურა  და ინფორმაცია, დაამზადეს საპრეზენტაციო  მასალა.
6.XI
3
ეტიკეტების მოძიება და ვარგისიანობის ვადებზე პრაქტიკული მუშაობა
ეტიკეტებზე მუშაობა საკლასო ოთახში
7.XI
4
მაღაზიაში ვიზიტი
რეალურ გარემოში  პროდუქტებზე  დაკვირვება.  ვარგისიანობის შემოწმება . პრაქტიკული გამოცდილების მიღება
8.XI
5
პროექტის შედეგების განხილვ, პრეზენტაციის მოწყობა. სამომავლო გეგმების დასახვა.
მშობლებმა და მასწავლებელმა  გამოთქვეს  სურვილი მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ ჯანსაღ კვებას.
პრეზენტაციის მოწყობა საკლასო ოთახში.
11.XI








რეფლექსია

         IV  კლასის მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობისას აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათ მშობლებისა და აიტ მენეჯერის დახმარებით მოიძიეს ინფორმაცია, მიიღეს საჭირო ცოდნა და  პრაქტიკული უნარები.
         მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა უკეთესია მათი ჯანმრთელობისთვის, გაიგეს ბევრი ისეთი პროდუქტის  შემცველობა და რისკ-ფაქტორები მათი მიღების შემთხვევაში. გამოიმუშავეს დაკვირვებისა და შეფასების უნარები.
         მშობლებმა და მოსწავლეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები კვების განრიგის, რაციონის შესახებ.

         დაიგეგმა: ამ  ცოდნითა და უნარ-ჩვევებით არა მარტო პროექტის მონაწილეებმა ისარგებლონ, არამედ სხვებსაც გაუზიარონ თავიანთი  გამოცდილება

პროექტის სახელწოდება: ჯანმრთელობის სადარაჯოზე

სოციალური პროექტი
პროექტის სახელწოდება: ჯანმრთელობის სადარაჯოზე
პროექტის მონაწილეები: I კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი, მშობლები.
პროექტზე მუშაობის ვადები : 28.X- 4. X I
პრობლემის ანალიზი:
·         დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კერ კიდევ  გააზრებული არ აქვთ, თუ რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი.
·         თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ ვარჯიშებს ჯანმრთელობისთვის.
·         რატომ არის სასარგებლო სწორი და მრავალფეროვანი კვება? ბუნებაში, სუფთა ჰაერზე თამაში?

ამიტომაც გადავწყვიტე მოსწავლეები შემეხვედრებინა სოფელში ცნობილ სპორტსმენთან.

პროექტის მიზანი :
·         მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში.
·         პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე.
·         პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობის  მიღება.

მისაღწევი შედეგები :
·         მოსწავლემ გამოიმუშავოს დადებითი დამოკიდებულება ფიზიკური ვარჯიშისადმი.
·         გამოიკვლიოს ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთი ცვლილება (გულისცემა, სუნთქვა) ფიზიკური ვარჯიშის დროს.
·         გააცნობიეროს თუ რატომ არის სასარგებლო სწორი და მრავალფეროვანი კვება..


ამოცანები და განხორციელების გზები :
·         სპორტსმენთან შეხვედრამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები. განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:

შეხვედრა პირველი
·         მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის  მიზანი. გავაცანი ის წესები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროექტი.
·         ჩავატარე მინი-ლექცია თემაზე: „ გინდა  ჯანმრთელი  იყო ?“
·         ვესაუბრე ვარჯიშის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობისათვის.
·         ვისაუბრე სწორ კვებასა და ძალაზე. აღვნიშნე, რომ  არასწორი კვება, ბევრი ტკბილეულის  მიღება აზიანებს კბილებს. ასევე აუცილებელია გავუფრთხილდეთ მხედველობას. კომპიუტერთან დიდხანს  ჯდომა და თამაში მავნებელია თვალებისთვის, ხერხემლისა  და ზოგადად, ორგანიზმისთვის.

შეხვედრა მეორე
დაკვირვება გულისცემასაა და სუნთქვაზე.
ვთავაზობ ბავშვებს, გამოიკვლიონ, რა ცვლილებები ხდება სხეულში ვარჯიშის დროს. ამისათვის ფონენდოსკოპით რამდენიმე მოსწავლეს მოვასმენინებ 2-3 თანაკლასელის გულისცემას. შემდეგ მთელი კლასისთვის ვატარებ 3-5 წუთიან ფიზიკურ ვარჯიშებს. (ხტუნვა ადგილზე, ბუქნები...)
ვარჯიშის შემდეგ იმავე მოსწავლეები ისევ მოუსმენენ გულისცემას. შემდეგ ვსვამ კითხვებს:
ü  როდის უფრო ჩქარი იყო გულისცემა- ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის შემდეგ?
ü  სუნთქვა აგიჩქარდათ თუ შეგინელდათ?
ü  რა იგრძენით ვარჯიშის შემდეგ? (სხეულის გათბობა, დაღლა, სიამოვნება)
ü  როგორ ხასიათზე  დაგაყენა ვარჯიშმა?


შეხვედრა მესამე:
ü  ვარჯიშების შესწავლა
ü  საკლასო დისკუსია.

დავადგენ ვარჯიშის მსურველი მოსწავლეების რაოდენობას, ვთავაზობ სხვადასხვა ვარჯიშს. ვთხოვ  იმ მოსწავლეებს რომლებიც ფიზიკურად ვარჯიშობენ, მორიგეობით გამოვიდნენ და ერთი-ორი ვარჯიში ასწავლონ თანაკლასელებს. გამოსული მოსწავლე ასრულებს  ვარჯიშს რამდენჯერმე და თან განმარტებებსაც  იძლევა. სხვები კი იმეორებენ და ცდილობენ დაიმახსოვრონ. ვარჯიშები უნდა იყოს მსუბუქი და მარტივი, რათა ბავშვები არ გადაიღალონ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვატარებ დისკუსიას შემდეგი კითხვების გამოყენებით:
ü  როგორ ფიქრობთ, რომელი ადამიანია უფრო ძლიერი: ვინც ვარჯიშობს, თუ ვინც არ ვარჯიშობს?
ü  რომელი ადამიანია უფრო ჯანმრთელი: ვინც ვარჯიშობს თუ ვინც არ ვარჯიშობს?
ü  რატომ არის სასარგებლო  ფიზიკური ვარჯიში?

შეხვედრა მეოთხე

ü  ცნობილი სპორტსმენის მოწვევა.
სკოლაში ბავშვებთან შესახვედრად მოვიწვიე სოფელში ცნობილი სპორტსმენი, რომელთანაც წინასწარ  ვიყავი მოლაპარაკებული გაკვეთილის მიზნებსა და შინაარსზე. სტუმარმა გაიხსენა საინტერესო ეპიზოდები თავისი ცხოვრებიდან, მოუყვა ბავშვებს, როგორ ვარჯიშობდა ბავშვობაში, როგორ იკაჟებდა სხეულს. ესაუბრა ბავშვებს, თუ როგორ უყალიბდება ადამიანს  ვარჯიშით ლამაზი სხეული და იშორებს ზედმეტ ცხიმს, რამდენად  აუცილებელია ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში ჯანმრთელობისათვის და ა.შ
მოსწავლეები უსმენდნენ  ყურადღებით, უსვამდნენ კითხვებს, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს.
სტუმრის გაცილების შემდეგ მოვახდინე პროექტის შეჯამება. ჩავატარე ზეპირი გამოკითხვა, თუ რამდენად კარგად გაიგეს  მოსწავლეებმა პროექტის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია.

























რეფლექსია
I  კლასში ჩატარებული სოციალური  პროექტი წარიმართა  ძალიან საინტერესოდ. პროექტზე მუშაობის განმავლობაში  ხდებოდა ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაცია  მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია. მოხდა მშობლების ჩართუ-
ლობა სასკოლო ცხოვრებაში. პატარებს მივ წოდეთ სხვადასხვა ინფორმაცია ჯანმრთელობის დასაცავად.
ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა  სპორტსმენთან შეხვედრის დღე. შეხვედრა სასიხარული იყო ბავშებისთვის.  პატარებს ძალიან მოეწონათ აქტივობა- „დაკვირვება გულისცემასა და სუნთქვაზე“.
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ  ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ, დაიცვან დღის  რეჟიმი. მოუარონ კბილებს, დაკავდნენ სპორტით.
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას განვახორციელებ მშობელთა მეტ ჩართულობას.
მოსწავლეებში მეტი კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას.