1.
პროექტის სახელწოდება „ დავიცვათ უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველები “
პროექტი
ს მონაწილეები: IV კლასის მოსწავლეები,
კლასის ხელმძღვანელი, მშობლები.
პრობლემის
ანალიზი:
1. ყოველდღიურად ძალიან
ბევრ შინაურ ცხოველს ვხვდებით ქუჩებში უპატრონოდ მიტოვებულს.
2. ეს გამოწვეულია
დაბალო მოქალაქეობრივი ცნობიერებით და უპასუხისმგებლობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
3. ასეთი გულგრილი
დამოკიდებულება ცხოველებისადმი იწვევს პრობლემებს, ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების
გავრცელებას.
4. პროექტის მიმდინარეობისას
მოსწავლეები ისწავლიან, როგორ იზრუნონ უპატრონოდ მიტოვებულ ცხოველებზე.
პროექტის
მიზანი: 1. შინაური ცხოველების შესახებ ლიტერატურის მოძიება მიწოდება
ფლაიერის
სახით მოსახლეობისათვის. არსებული მდგომარეობის შესწავლა. ცოდნის პასუხისმგებლობის
გრძნობის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში და თემში.
2.მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენება.
მისაღწევი
შედეგები: იზრუნონ შინაურ ცხოველებზე. გამოხატონ
სიბრალულის გრძნობა მათ მიმართ, სხვებსაც მოუწოდონ იგივე ქმედებისაკენ.
პროექტზე
მუშაობის ვადები :
სამიზნე
ჯგუფი: IV ლასის მოსწავლეები, სკოლა,
მშობლები, თემი.
ამოცანების
განხორციელების საჭირო საქმიანობები :
1. საინიციატივო ჯგუფის
შექმნა , ჯგუფი კომპლექტდება IV
კლასის
მოსწავლეებისაგან.
2. სამოქმედო გეგმის
შემუშავება. ფუნქციების განაწილება.
3. პროექტის გრძელვადიანი
და მოკლევადიანი შედეგები.
4. პროექტის მონიტორინგი
და შეფასება.
5. პროექტის განხორციელების
რისკები და საფრთხეები.
6. პროექტის რეფლექსია.
სამოქმედო
გეგმა.
1. აიტი მენეჯერის
დახმარებით ლიტერატურის, ინტერნეტ მასალის მოძიება.
2. მშობლებთან ერთად
ფილმების ჩვენება და განხილვა „ როგორ ზრუნავენ შინაურ ცხოველებზე “. „ რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს მაწანწალა ცხოველები.
3. პროექტის ამსახველი
მასალების სკოლის ვებგვერდზე განთავსება.
4. პროექტის შედეგების
განხილვა მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად.
პროექტის მიმდინარეობა
|
მონიტორინგის ინდიკატორი
|
თარიღი
|
1.
საინიციატივო ჯგუფის შექმნა
|
შეიქმნა ჯგუფი
|
27.IX
|
2.
აიტის დახმარებით ლიტერატურის და
ფილმის მოძიება.
|
მოიძიეს ლიტერატურა, „ როგორ ზრუნავენ შინაურ ცხოველებზე “, რა საშიშროებას
შეიძლება წარმოადგენდეს მაწანწალა ცხოველები და რა დაავადების გადამტანად შეიძლება
იქცნენ?
|
30. IX
|
3.
ლიტერატურის განხილვა და ფილმის ჩვენება.
|
მოსწავლეებმა და მშობლებმა ერთად უყურეს დოკუმენტურ ფილმს მაწანწალა
ცხოველებზე და ისაუბრეს პრობლემებზე სოფელში და მისი მოგვარების გზებზე.
|
2 .X
|
4.
ფლაერების დამზადება
|
ფლაერები დაამზადეს მოსწავლეებმა
და მშობლებმა.
|
4 .X
|
5.
პროექტის ამსახველი ფოტოსურათების ატვირთვა.
|
აიტი მენეჯერის დახმარებით სკოლის ვებ-გვერდზე ატვირთული იქნა ფოტომასალა მაწანწალა შინაურ ცხოველებზე.
|
7 .X
|
6.
პროექტის შედეგების განხილვა სამომავლო გეგმის დასახვა.
|
მშობლებმა და მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი მეტი ყურადღება მიექცეს
შინაურ ცხოველებს. ამ საქმეში ჩაერთნენ უფრო მეტად თემის წარმომადგენლები.
|
10 .X
|
რეფლექსია
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები იყვნენ აქტიურები,
მოიძიეს ინფორმაცია(წიგნებიდან, ელექტრონულად).
მათ მიიღეს საჭირო ცოდნა, ისწავლეს პრობლემის გადაჭრის მოგვარების გზები.
მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ცხოველებისადმი სიბრალულის, ზრუნვის გრძნობა და
იგრძნეს, რომ თითოეულ ადამიანს შესწევს უნარი, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ უპატრონოდ
მიტოვებული ცხოველებისათვის საარსებო გარემოს შექმნაში.
აქიდან გამომდინარე მშობლებმა, მოსწავლეებმა,
სოფლის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ერთად ითანამშრომლონ ამ პრობლემების მოგვარებაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий