პროექტის დასახელება: „ ბუნების სადარაჯოზე “
პროექტის მონაწილეები: I კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი.
პროექტზე მუშაობის ვადები: 11.X -25.X
პროექტის აქტუალობა:
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მოდელია. ეს
მეთოდი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს უკეთ შეიცნონ ბუნება, შეიგრძნონ და ინტერესით დაიწყონ მისი შესწავლა. სწორედ ამ ასაკში იწყებენ
ბავშვები დამოუკიდებლად ორიენტაციას და უჩნდებათ მისი კვლევის უნარი.
რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?
·
იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.
·
მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და
თანატოლებთან ურთიერთობას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს
მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები, მიზნები;
·
დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო.
·
დაბინძურებული ბუნების შედეგად წარმოქმნილი
საფრთხეებზე მოსაზრების გამოთქმა, მსჯელობა
იმის შესახებ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნების დაცვას
ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორ
შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება.
·
მოსწავლემ შეძლოს
ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან.
·
გააცნობიერონ
მოსალოდნელი საფრთხე გარემოს დაბინძურების
დროს და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება ბუნებისადმი.
სტანდარტები
ბუნ.
1.1 მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულად აქტივობებში
მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
1.5
მოსწავლემ უნდა შეძლოს ლოკალური გარემოს აღწერა და მასში ორიენტირება.
მოსალოდნელი
შედეგები:
·
მოსწავლეებს განუვითარდეთ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევების.
·
მოსწავლე გამოიყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას საკუთარი მოსაზრების
შედეგების წარსადგენად.
პროექტის
მსვლელობა
შეხვედრა I
მოსწავლეებს
განვუმარტე პროექტის მიზანი. გავაცანი ის წესები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროექტი.
ჩავატარე
მინი-ლექცია ბუნების დაცვაზე, ვესაუბრე, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბუნების
დაბინძურებას.
შეხვედრა I
I
ექსკურსია
სკოლის გამწვანებულ ეზოში და მცირე დისკუსია კითხვებზე:
·
არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
·
პირადად შენ
რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად
?
·
როგორ გგონია, არის თუ არა გარემოს დაცვა შენი ვალი?
ლექსის წაკითხვა ბუნების წიაღში
კითხვა-პასუხი
ლექსის გარშემო.
შეხვედრა I
I I
ორი
განსხვავებული ვიდეორგოლის ჩვენება. ერთში როგორ ზრუნავენ ბუნებაზე მეორეში როგორ ანაგვიანებენ, ჩეხენ
და ანადგურებენ მას. მივედით იმ დასკვნამდე რომ ადამიანები რომლებიც ბუნებას ანადგურებენ ათასობით ხეს ჩეხენ, შეიძლება ჩაითვალონ უგულისყურო , ულმობელ ადამიანებად. მოსწავლეებს
განვუმარტე, რომ ბუნების დაცვის ერთ-ერთ-ერთი ხერხია
გარემოს დასუფთავება, მწვანე ნარგავების
დარგვა, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება,
გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნით და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით.
IV შეხვედრა
·
მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანების და პოლიეთილენის
პარკების გამოყენებით დასუფთავდეს სკოლის ეზოს
მიმდებარე ტერიტორია.
·
მიზნად დაისახეს, რომ მომავალში თითო ნერგს დარგავდნენ
სკოლის ეზოში.
·
საკლასო ოთახში დაამზადეს გამაფრთხილებელი პლაკატი
: „მე ვუფრთხილდები ბუნებას, შენ!? და თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს.
რეფლექსია
პროექტი,
როგროც მზადების პერიოდში, ასევე შემდგომ წარიმართა ძალიან საინტერესოდ, რადგან ყოველი
დღე იყო ბავშვებისათვის სახალისო, შესაბამისად მოსწავლეებიც იყვნენ აქტიურები. მათ
მიიღეს საჭირო ცოდნა, ისწავლეს პრობლემის გადაჭრის, მოგვარების გზები.
ამ
პროექტის შემდეგ ბავშვებს აღარ გაუჭირდებათ უპასუხონ კითხვებზე, რა მნიშვნელობა აქვს
ბუნებას ადამიანისთვის, როგორ ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას, რისი გაკეთება შეუძლიათ
მათ ამ პრობლემის გადასაჭრელად და როგორ უნდა
მოიქცნენ შესაბამის შემთხვევაში.
პროექტზე
მუშაობა მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოში თანამშრომლობის გზით.
მე,
როგორც მასწავლებელი ძალიან მომეწონა მოსწავლეთა აქტიურობა ჩართულობა პროექტის მსვლელობისას.